საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოსტდოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ

 პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  ავტობიოგრაფია (CV);

დ) გამოქვეყნებული შრომების სია;

ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);

ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის (უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი) თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმებულ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც მოსალოდნელი შედეგების მხრივ აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პოსტდოქტორანტობის მსურველის ავტორობით/თანაავტორობით უნივერსიტეტის სახელით პრესტიჟულ, მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-კვლევითი სტატიის გამოქვეყნებას (დასაბეჭდად მიღებას), ისეთ ჟურნალში რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბაზებში და რომლის შესაბამისად CiteScore მეტია ან ტოლია1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

ი) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.

 

საბუთების მიღება  იწარმოებს 2024 წლის 8 დან 12 იანვრის  ჩათვლით, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი  # 107.

 

პოსტდოქტორანტად დასაქმების უფლება აქვს დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პირს, თუ პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყებისას იგი არის არაუმეტეს 35 წლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 3 წლისა.

თარიღი: 25/12/2023